ქუთაისში, ქალაქის მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის და კინოთეატრ " საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, ყოველი თვის ბოლო შაბათს, გაიმართება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების საპრემიერო ჩვენება.
29 იანვარს ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფი".პროექტის ბოლო სეანსი კი 24 დეკემბერს შედგება- რეჟისორ ზურა ინაშვილის "გემღერებოდეს დედაო."