ქუთაისში ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ხსოვნის საღამო მოეწყო. რეზო გაბრიაძის ხსოვნასთან დაკავშირებით თეთრ ხიდზე თეატრალური სანახაობა „ჰაერის ერთი მოძრაობა“ გაიმართა. პერფორმანსის შემდეგ დამსწრეებსა და ისტორიულ უბანში გამვლელებს საშუალება ქონდათ კინო-ფილმ „შერეკილებიდან“ გაბრიაძისეული ე.წ. „ცათმფრენის“ გადაფრენა ეხილათ.ღონისძიების რეჟისორი რეზი ქაროსანიძე იყო.
1973 წელს გადაღებული ქართული ფილმის, „შერეკილების“ რეკვიზიტის ანალოგი ცათმფრენი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ააგო. ფილმი რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე მიმდინარე წლის 6 ივნისს ,84 წლის ასაკში გარდაიცვალა.