კინოთეატრ „საქართველოში,, რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებები გაიმართა.,,არაჩვეულებრივიგამოფენა,, ,,შერეკილები,, ,,ფეოლა,, ,,ჰარი ჰარალე დედაო,,- ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელთა ნახვის საშუალებაც მაყურებელს რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზში დღეს აქვს.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება.
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.