95 წლის ასაკში ქუთაისელი მხატვარი, არქიტექტურის რაინდი გივი თოდაძე გარდაიცვალა.გივი თოდაძე ქუთაისში დაიბადა, თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო ქუთაისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ძირითადი ნამუშევრები: მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (ქუთაისი, 1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახელობის ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა - ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); ქორწინების სახლი (თერჯოლა, 1965), სამხატვრო გალერეა (თერჯოლა, 1967)