არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის მონასტერში კულტურის მინისტრის სტუმრობას ეხმაურება.ბარათაშვილი პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
"ყალბი პატეთიკით და უშინაარსო წინადადებებით გაჯერებული".-ასე აფასებს "ევროპა ჩვენი სახლიას"დამფუძნებელი თეა წულუკიანის გელათში ვიზიტის ამსახველ ინფორმაციას.
როგორც ბარათაშვილი წერს, "თეა წულუკიანი გელათს ოთხშაბათს ადრიან დილით სტუმრობდა, მასალა კი მხოლოდ ახლა გაავრცელა. ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და შესაბამისად არცერთი მედიასაშუალების ობიექტივში არ მოხვდა.
ჩვენც დროში ავცდით.
შესაბამისად, კრიტიკული შეკითხვები მინისტს არ მოუსმენია.
ანუ მის ნაჭუჭში გელათის გადამრჩენელია, ერი ჰმადლობს და დიდებასა აღავლენს" -წერს თორნიკე ბარათაშვილი.