კახი კავსაძის დებიუტი კინოში შედგა 50–იანი წლებიდან.მან ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ. მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"
კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები. 1976 წლიდან არის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი.
1981 წლიდან არის საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ვარსკვლავი.