ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით,,ჰარი ჰარალე დედაო,, გაიხსნება.ჯამში კი ფესტივალმა 500-მდე ფილმი მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამარჯვებულებს ჟიური 12 მაისს დასახელებს.პრიზი ,,ოქროს დინოზავრი,, 2 კატეგორიაში გაიცემა-საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
დღეს ფესტივალტან დაკავშირებით ორგანოზატორები მედიას შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,,არის ფრანგული პროგრამა, გერმანული, თანამედროვე ჩინური პროგრამა, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. გახსნა-დახურვა იქნება ლადო მესხიშვილიდ თეატრში,ზოგადად კი ჩვენებები კინოთეატრ,, საქართველოს,,სამივე დარბაზში გაიმართება რეგუ;ლაციების დაცვით. ასევე ფესტივალის ფგარგლებშ ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ჭა,, პრემიერა შედგება,,-განაცხადა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა ნინო მხეიძემ.
ფესტივალის ფარგლებში მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მისი რამდენიმე ფილმი იქნება ნაჩვენები.