2021 წელი დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის საიუბილეო წელია.100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
9 ივლისს, 16:00 საათზე რევაზ ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრში, საქართველოს პატრიარქის სახელით ცნობილი საერთაშორისო სააღდგომო მე-16 ფესტივალის გაიმართება, რომლის ფარგლებში ბაღდათს ეწვევა ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი პიანისტი და ბოსტონის ,,New England Conservatory”-ს პროფესორი ალექსანდრე კორსანტია. საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებს ქ. ქუთაისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.
10 ივლისს 17:00 საათზე ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში გაიხსნება კომპოზიტორის ბიუსტი.
18:00 საათზე ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება კონცერტი ანსამბლ ,,ქართული ხმები“-ს, ,,ჩვენი კვარტეტი“-ს, ასევე ადგილობრივი მუსიკოს შემსრულებლების მონაწილეობით.