ხვალ, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართება და მას ქუთაისის 59-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის.
ქუთაისის საკრებულოში 25 წევრია- 10 მაჟორიტარი, 15 პროპორციული სიით მოხვედრილი. უმრავლესობას "ქართული ოცნება,, წარმოადგენს,თითო წევრი ყავთ ,,ლელოს,, ,,გირჩს,, და ,,გახარია საქართველოსთვის,,.
პირველ სხდომაზე -საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს აირჩევენ;
დაფუძნდება საკრებულოს ფრაქცია;
საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრება და დამტკიცდება;
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობები განსაზღვრება.
ფოტო არქივიდან.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
,,დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის!
მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას - ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ.,,-დავით ერემეიშვილი.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერად 4 ოქტომბრის არჩევნებზე აირჩიეს. მან ხმების 85,686% აიღო.