საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.
„სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.
დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, მერის მოადგილეები წარუდგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილედ პაატა ბუცხრიკიძე, მოადგილედ კი რევაზ კიკნაველიძე დაინიშნა.
პირველი მოადგილე კურატორობას გაუწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, საფინასო საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურებს, ასევე ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებას , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
პაატა ბუცხრიკიძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მერის მოადგილის საკურატორო სფეროებია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური, კულტურის და ზედამხედველობის სამსახურები. ასევე სახელოვნებო , საგანმანათლებლო, სპორტული, საბიბლიოთეკო , სკოლამდელი აღზრდის ააიპები.
რევაზ კიკნაველიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. 2025 წლიდან დღემდე ბაღადთის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.