დაიკითხოს ქუთაისის მერი- ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გიგა შუშანიას თქმით,საქმე ეხება სავარაუდო კორუფციის ფაქტებს,რის გამოც ის მიმართავს პროკურატურას, დაკითხოს იოსებ ხახალეიშვილი.
,,როცა პროკურატურამ დააკავა კერძო აუდიტი,რომელიც წლების განმავლობაში ადგენდა მიწის და ქონების ფასებს , რომელთაც ყიდდა ქუთაისის მერი,ამით დაადასტურა წლების წინ ჩვენი საუბრები , რომ ქუთაისში არის აღებ-მიცემობა, არის კორუფცია გამეფებული.მინდა შეგახსენოთ ძველი აუდიტის დასკვნა , რომელიც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა. ამხელა დოკუმენტში აბზაცი არ არის კორუფციაზე და ბიუჯეტის გაფლანგვაზე არ იყოს საუბარი.ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმე, მაგრამ ეს საქმე შემოდეს თაროზე. ქუთაისის მერი გვიმალავს შიდა აუდიტის დასკვნებს , სადაც ჩვენი ინფორმაციით წერია, რომ არის კორუფცია და ის მფარველობს კორუფციას. ამიტომ მივმართეთ პროკურატურას ,აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში დაიკითხოს ქუთაისის მერი სასწრაფოდ. ის თანხები,რაც უნდა ხმარდებოდეს ქუთაისლებს ,მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში,,-გიგა შუშანია.
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის მანდატზე უარს ქალაქის 10-დან 7 შტაბის წარმოდგენილი და საკრებულოს ფრაქციის 12-დან 7 დეპუტატი ამბობს . მათი განცხადებით ,პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო ისინი თავის მომავალს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ვეღარ ხედავენ, ნიკა მელიასთან ერთიანდებიან და მიხეილ სააკაშვილის ერთგული რჩებიან. აღსანიშნავია, რომ დეპუტატები პარტიას ტოვებენ, მაგრამ ფრაქციას არა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ️
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მადლიერების სახლის შენობას ყიდის-ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრმა,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,,წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გაავრცელა.
,, ქუთაისის მერი უფასო სასადილოს შენობის გაყიდვას ისე აპირებს, რომ ალტერნატიული შენობის ფართი არც აშენებულია და არც გამოყოფილი.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეას იმერეთი პირველად მასპინძლობს. კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა…
სამშაბათი აპრილი 23
In საზოგადოებასამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე,რომელსაც ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა,ამ დროისთვის თავისუფალია. მუმლაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა,რაც…
ორშაბათი აპრილი 22
In საზოგადოებაქუთაისში სამოქალაქო აქტივისტს,მიშიკო მუმლაძეს ეძებენ.გავრცელებული ინფორმაციით,ის პოლიციამ წაიყვანა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ,,ქართულ ოცნებას აქვს…
ორშაბათი აპრილი 22
In საზოგადოება23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის…
ორშაბათი აპრილი 22
In საზოგადოებაქუთაისის ქუჩებში,სხვადასხვა ადგილას იმ დეპუტატების სიები გამოჩნდა,რომლებმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. 86 მოღალატე-ამ…
კვირა აპრილი 21
In საზოგადოება