Covid19-ით გარდაცვლილთა შორის ერთი ,,თერჯოლამედში" მკურნალობდა
Covid19-ით გარდაცვლილთა შორის ერთი ,,თერჯოლამედში" მკურნალობდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
კლინიკაში, ამ დროისთვის კორონავირუსზე საეჭვო 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
ბოლო 24 საათში იმერეთში 1459 ადამიანი გაიტესტა,აქედან ვირუსის 104 შემთხვევა დადასტურდა.104-დან 68 ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა.
,,სიტუაცია საყურადღებოა,მაგრამ არ არის საგანგაშო,იქედან გამომდინარე,რომ ვაკონტროლებთ მდგომარეობას,ვიცით კონტაქტები.შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულის კონტაქტებია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში .
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.ვირუსი დაუდასტურდათ მოსწავლეებს და პედაგოგებს.ჯამში არის 18 სკოლა,სადაც ვირუსის შემთხვევები დადასტურდა.
იმერეთის მასშტაბით კლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს.200-მდე კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი,ხოლო იზოლაციაშია 2800 ადამიანი .
იმერეთში Covid19-ით 83 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ქუთაისში 101 ფაქტი დაფიქსირდა.
,, მატება გვაქვს რეგიონში, თუმცა სიტუაციას ვაკონტროლებთ,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით , უმეტესი შემთხვევევები ინფიცირებულთა კონტაქტებს უკავშირდება.
,,სკოლებში მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები ქუთაისში არ გვაქვს და ბოლო 24 საათში არც იმერეთში, თუმცა რიგი ერთეული შემთხვევები ვლინდება სამწუხაროდ,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება.
იმერეთში ამ დროისთვის 450 პაციენტი მკურნალობს, 150 ადამიანი კოვიდსასტუმროებში იმყოფება, ქუთაისში კი 1100 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკა