,,თერჯოლამედში,, კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ოთხივე მძიმე პაციენტი იყო, ქონდათ პნევმონია, თანმხლები დაავადებები, ორი იყო 82 წლის, ერთი 62 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან, გულის მძიმე დაავადებით, ხოლო მეოთხე 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭარბი წონა და გულის პრობლემები ქონდა . ოთხივე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 102პაციენტი მკურნალობს, უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა, 16 ადამიანი იმყოფება რენიმაციულ განყოფილებაში, აქედან 9 მართვით სუნთქვაზეა.