ქუთაისში კორონა ვირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქუთაისში კორონა ვირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
44 წლის ქალი წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გუშინ გადმოიყვანეს, პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის, კლინიკაში კოვიდ-19 ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველო კვლავ მწვანე ზოლის სიაშია.
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
რუსთავის აზოტის ქარხანაში დასაქმებულებმა გაფიცვა დაიწყეს. ,,ჩვენ — სრულიად საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით,…
ხუთშაბათი იანვარი 29
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან…
ხუთშაბათი იანვარი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოება