საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაშია - 196 შემთხვევა, თბილისში- 178, იმერეთში 65 , გურიაში -1, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6.
ბოლო 24 საათში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 3 აჭარაში , 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6538 -ს შეადგენს.
კორონავირუსის 523 შემთხვევიდან იმერეთში 117 შემთხვევა დადასტურდა.თბილისში 194, აჭარაში 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამი, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა -თიანეთში 1 .
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6327-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა , მათ შორის ერთი ქუთაისში. გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისიდან იყო და ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.
ხმაური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. 24 წლის სალომე გვასალიას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადნაშაულებს.ახალგაზრდა ქალი სენაკში ხიდან გადმოვარდა, ხერხემლის დაზიანებით კი ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გოგონას ოპერაციის დროს, ნახევარი საათით გული გაუჩედა, ახლა კი ტვინია შეშუპებული. პაციენტის ოჯახის წევრებს მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. ოჯახი ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია დაშვებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსის , მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ოპერაცია, ხოლო რამ გამოიწვია გულის გაჩერება , ექსპერტიზა დაადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 519 შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარაში 222 ახალი შემთხვევაა, თბილისში 137, იმერეთში 99 , ქვემო ქართლში 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში -10-10, შიდა ქართლში 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთში- 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და 4 არის იმპორტირებული შემთხვევა.
კრიტიკულია 57 პაციენტის მდგომარეობა, აქედან 56 არის მართვით სუნთქვაზე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 6 პაციენტი, აქედან 4 აჭარაში.საერთო ჯამში, გარდაცვლილია 78 ადამიანი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6119 -ს შეადგენს.
იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ,,ქუთაისის…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. ხარება ერთ-ერთი…
სამშაბათი აპრილი 07
In რელიგია