ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 73 პირი გადის მკურნალობას. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის სინოფარმით 260 პირია აცრილი, მათი მეორე დოზით აცრა 24 მაისიდან დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის 25 აქტიური შემთხვევაა. პაციენტებს შორის 1-ის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სიმპტომურ მკურნალობას გადიან. დადასტურებულ შემთხვევებს შორის არასრულწლოვნები არ არიან. რაც შეეხება ვაქცინაციას ,222 ადამიანია აცრილი, მათი მეორე დოზით აცრა უკვე დაწყებულია.