აქციის მეორე დღე-ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ოპოზიციის სამოქალაქო პროტესტი გრძელდება. მოთხოვნა უცვლელია-რიიგარეშე არჩევნები.
,,აქციის შიშით ქუთაისის მერს შადრევანიც ჩართვაც მოუწია ზამთარში (ზაფხულშიც არ ირთვებოდა და ამ ფულს ჯიბეში იდებდა). ეხლა ყველა შადრევანთან, განსაკუთრებით ცენტრალურ მოედანზე უნდა დავდგათ კარვები და ამ ფულს მოპარვის ნაცვლად მიზნობრივად დავახარჯინებთ,, - წერს სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,, წარმომადგენელი გიგა შუშანია.
,,უკვე მეორე დღეა გავშალეთ კარავი. ვაპროტესტებს ,,ქართული ოცნების,, მიერ გაყალბებული არჩევნების გზით ხელისუფლების მიტაცებას. გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. ეს ბრძოლა გაგრძელდება. კარავი იქნება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.,,-აცხადებს თედო მესხი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თეიმურაზ ნადირაძე აირჩია.
„მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ვეცდები ჩემი გამოცდილება როგორც ორგანიზაციული, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.“ - განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ
თეიმურაზ ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. ის ასევე გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ რომ, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური გახდა ირაკლი შენეგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ