საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. გაორმაგდება მერების ხელფასები.
,,მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა სამინისტროს არ წარუდგენია. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას, რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ქუთაისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს ომის გმირების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი.
პატივგების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები.
"13 წელი გავიდა იმ მძიმე დღეებიდან, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, დავკარგეთ ტერიტორიებიც. დღეს პატივი მივაგეთ ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას.მათი თავდადების ამბავი თაობებს გადაეცემა.
ოკუპაცია არ დასრულებულა და ჩვენი გმირების ხსოვნის მემორიალთან კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვამბობთ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად , ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია .