დღეს იმერეთში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ქუთაისში 101 ფაქტი დაფიქსირდა.
,, მატება გვაქვს რეგიონში, თუმცა სიტუაციას ვაკონტროლებთ,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით , უმეტესი შემთხვევევები ინფიცირებულთა კონტაქტებს უკავშირდება.
,,სკოლებში მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები ქუთაისში არ გვაქვს და ბოლო 24 საათში არც იმერეთში, თუმცა რიგი ერთეული შემთხვევები ვლინდება სამწუხაროდ,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება.
იმერეთში ამ დროისთვის 450 პაციენტი მკურნალობს, 150 ადამიანი კოვიდსასტუმროებში იმყოფება, ქუთაისში კი 1100 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1.
კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. , გარდაცვლილია 4 ქალი და სამი კაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. ჯამში ვირუსით გარდაცვალების 109 ფაქტი ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 292 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 7159-ს შეადგენს.