ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.
6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან იმერეთში-52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 288-იმერეთში.
17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში-15.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი,აქედან იმერეთში-6 319.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსი ისეთმა პაციენტებმა დაამარცხეს, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ და ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ.
კოვიდცენტრიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 63 წლის ქალბატონი, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა.
“აღნიშნული პაციენტი 26 ნოემბრიდან იმყოფებოდა სტაციონარში. იყო ხანგრძლივად ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გამოჯანმრთელდა მეორე, 69 წლის ქალბატონიც, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 60 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. აღნიშნული ქალბატონიც ჟანგბადდამოკიდებული იყო. მას ასევე აღენიშნებოდა თანმდევი-პარკინსონის დაავადება და სისხლის მიმოქცევის პრობლემა. ორივე პაციენტი კლინიკაში შემოყვანის პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ჩვენი გუნდის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მათ კლინიკა გამოჯანმრთელებულებმა დატოვეს,”- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
ცნობისთვის, 13 სექტემბრიდან დღემდე, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 600-მა პაციენტმა დაამარცხა.