ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 7 პაციენტი შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინე სივრცეში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით დადასტურებული COVID-19-ით 73 პაციენტი მკურნალობს. 3 -ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმეა 9 პაციენტი. მათი საშუალო ასაკი 55 წელი და ზევითაა. პაციენტებს შორის 12 ბავშვია. საავადმყოფოში ამ დროისთვის 35 ადამიანის ტესტების პასუხებს ელდებიან. კლინაკას ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული პაციენტები არ ყავს.საბედნიეროდ ,არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა.
ინფექციურ საავადმყოფოში ყველა ადგილი შევსებულია.კლინიკა ახალ პაციციენტებს ვეღარ იღებს.
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდვირუსზე ტესტი 939 ადამიანს გაუკეთდა,აქედან 99-ის პასუხი დადებითია.ქუთაისში ვირუსი 60 ადამიანს დაუდასტურდა,დანარჩენი შემთხვევები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაწილდება.ინფორმაცია მედიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდა.ზვიად შალამბერიძის თქმით,ახალ შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულების კონტაქტებია.
დღეს კოვიდ სასტუმროთა რაოდენობას კიდევ ერთი,35 ნომრიანი სასტუმრო დაემატა,ზვიად შალაბერიძის თქმით მოხდება კლინიკების დამატებაც.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საწოლფონდის პრობლემას გამორიცხავს.
ამ დროის ინფორმაციით, 200 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს,მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლინიკებში არის 600 ადგილი,აქედან დაკავებულია 501.
რაც შეეხება გარდაცვლილებს,დღეს გარდაცლილი 7 პაციენტიდან იმერეთის კლინიკებში არც ერთი არ მკურნალობდა.
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 99 იმერეთში დადასტურდა, 469 თბილისში.აჭარაში 360,ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7.
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად, 19 ოქტომბრის 09:00 საათის მდგომარეობით, 972 საწოლია თავისუფალი.
პოლიტიკური პარტია ,,ლელოს,, ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ თავად გაავრცელა. ,,გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა. “ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით... თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.,, წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოება