ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.
6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათგან იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი,აქედან იმერეთში - 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 165 - იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, იმერეთში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის , იმერეთში - 6 312.
სამტრედიის კლინიკაში დღეს 54 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი ვანის მკვიდრი იყო და ის საავადმყოფოში გუშინ საღამოს, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. შეყვანიდან რამდენიმე საათში კი გარდაცვალება დაფიქსირდა.ქალბატონს თანმხლები ქრონიკული დაავადება ქონდა და სახლში მკურნალობდა.
სამტრედიის ,,ჯეო ჰოსპიტალსის,, ადმინისტრაციული დეპარტამენტის მენეჯერის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 66 პაციენტი მკურნალობს. სამედიცინო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები არ არის. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.