კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა.ანესთეზიოლოგი მამუკა ნემსიწვერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა და იქვე მკურნალობდა.ის 60 წლის იყო.
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა.ანესთეზიოლოგი მამუკა ნემსიწვერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა და იქვე მკურნალობდა.ის 60 წლის იყო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის ჯეო ჰოსპიტალში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა .პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.მამაკაცი კლინიკაში კორონა ვირუსის დადასტურებული დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა.კლინიკაში ამ ეტაპზე 60 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას,რეანიმაციაში 7 ადამიანი იმყოფება.საავადმყოფოში ამ ეტაპზე 6 თავისუფალი საწოლია.
ბოლო 24 საათში სამედიცინო დაწესებულება ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენით და 9 318 PCR-ით.
სამტრედიის კლინიკაში კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას მძიმე ქრონიკული დაავადება ქონდა და სამედიცინო დაწესებულებაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა.
,,ჯეოჰოსპიტალსის,, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, საავადმყოფოში 61 პაციენტი მკურნალობს,,ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ფასდება.ამ დროისთვის კლინიკაში 5 ადგილია თავისუფალი.
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 51 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე აცხადებს, ბოლო პერიოდია ქალაქში რაიმე ახალი კლასტერი არ გამოკვეთილა. მისი შეფასებით ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, რაც დაწესებული შეზღუდვების შედეგია, თუმცა ამბობს, რომ სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია.
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსის 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით 49 ადამიანი გარდაიცვალა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით.ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი,ხოლო გარდაიცვალა 49 ადამიანი.
6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, აქედან იმერეთში - 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან იმერეთში - 53.
2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - იმერეთში.
21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი,აქედან იმერეთში - 6 233.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.…
სამშაბათი იანვარი 27
In საზოგადოება27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.…
სამშაბათი იანვარი 27
In რელიგია