კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ფაქტი დადასტურდა,ხოლო აჭარაში - 193. შეთხვევათამიხედვით რეგიონში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსრდა.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა არის 10182, მათ შორის 2817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისში 1383 , ხოლო აჭარაში 488.
"აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172- თბილისში, აჭარაში- 69. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს. საკარანტინე სივრცეში დღეის მდგოამროებით გვყავს 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაში 21962 პირი იმყოფება, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში 8 821, იმერეთში 3 369", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში დაგვემატა 12 და გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. გვყავს
3 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა 173-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.