კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 91 იმერეთში დადასტურდა.
აჭარაში-190, თბილისში - 179 ახალი შემთხვევაა, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტი, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევაა დადასტურებული.
კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტის მდგომარეობა.ბოლო 24 საათში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5866 -ს შეადგენს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
81 წლის ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში 20 სექტემბერს, ბათუმიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადმოიყვანა.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ თავიდანვე შეფასდა, რადგან მას კოვიდინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები-მოციმციმე არითმია, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
“პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით.
მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმი პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი.
25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.