საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია.
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია.
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.
„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ.
გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე, ან შეკრებაზე დაშვებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძალით ამას ვერ გააკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღევანდელი კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის თუ სხვა პროცესების განვითარების კუთხით რისკებს ხსნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგივიწია დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 121 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.26%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 266, აჭარაში - 187, იმერეთში - 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 - თბილისში, 242- აჭარაში.
8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847, იმერეთში - 1 032.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 592 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.24%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში - 123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8. 902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242- აჭარაში. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 658 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 623 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 11, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 169, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში - 374, აჭარაში - 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 660 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 865, პირი, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება