ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი #1 მუსიკალურ სკოლაში მივიდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი #1 მუსიკალურ სკოლაში მივიდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის სამი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა.12,29 და 33 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს.მიზეზი კორონავირუსის დაფიქსირებაა.
ქუთაისში 38 საჯარო და10 კერძო სკოლაა.ონლაინ კი დაახლოებით 2200 მოსწავლე სწავლობს. მშობელს განცხადების დაწერა ყოველ ოთხშაბათს შეუძლია.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში კი 2285 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე გაეცნო, რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებას. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალური მონიტორინგი განახორციელონ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში.
,,დღეიდან აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო მთელ საქართველოში და რა თქმა უნდა იმერეთშიც, მათ შორის სოფელ დიმში, სრულიად ახალაშენებულ ბაღში დაიწყეს ბავშვებმა სასწავლო პროცესი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ინფრასტრუქტურულად შევუქმნათ ბავშვებს კომფორტი, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღებმა იმუშაონ ყველა რეგულაციის დაცვით, ყველა იმ პირობებით, რასაც გასცემს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს, ჩვენ დაახლოებით 100-მდე ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა განვახორციელეთ და ამ მიმართულებით სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ“ - ზვიად შალამბერიძე.
სოფელ დიმში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაწესებულება აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული საბავშვო ბაღით მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს 100 - მდე სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა - რეაბილიტაცია განხორციელდა. 1 მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა სკოლამდელი აღზრდის, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
ქუთაისში სასწავლო პროცესი სამ ბაღში ვერ განახლდა. ამის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის დადასტურება გახდა.
დღეიდან, 1მარტიდან მკითხველის მიღებას შეძლებენ ბიბლიოთეკები. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა პირველ ეტაპზე შაბათ კვირას გარდა 10-იდან- 18 საათის ჩათვლით იმუშავებს. .სავალდებულო იქნება პირბადე.რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, ამ რეკომენდაციის დაცვას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,რისთვისაც ბიბლიოთეკამ ახალი ავეჯიც შეიძინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლება