ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.9 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.რაც შეეხება არასრულწლოვნებს,პაციენტთა შორის 30 ბავშვია.მათი მდგომარეობა ფასდება,როგორც საშუალო სიმძიმის.დღეს საავადმყოფო 12-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა და 16 ინფიცირებული დაემატა. ამ ეტაპზე ინფექციურში თავისუფალი ადგილები არ არის.
19 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 082 020 აცრა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 273 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 025 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 741 470.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი -334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:
6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 540, იმერეთში - 1 365.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში - 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.
18 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 074 270 აცრა.
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი აპრილი 10
In რელიგიაქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებასოფელ კურსების მცხოვრები, მარიამ ბეროძე სოფლის მოსახლეობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას…
ოთხშაბათი აპრილი 08
In საზოგადოება