- საზოგადოება
- გადასვლები: 1174
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს.
,,11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს.,, წერია გავრცელებულ განხცადებაში
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები 10 დეკემბერს ყოველწლიურად აღნიშნავენ, თუმცა დღეს პანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
,,თუკი შევაფასებთ მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, გარკვეული დარღვევები ისევ არსებობს, რაც წინა წლებში არსებობდა, ეს იქნება სასამართლო სისტემა, გამოხატვის თავისუფლება , და განსაკუთრებით შრომით სამართლებრივი ურთიერთობები. მინდა ყურადღება გავამახვილო შრომით სამართლებრივი ურთიერთობებზე მძიმე პირობებიან სამუშაოზე, როგორიცაა ჭიათურა და ტყიბული და იქ მომუშავე ადამიანები.,,-განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ ზაალ გორგიძემ.
ნოემბერში იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 109 ფაქტი დაფიქსირდა.მათ შორის 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთში . ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 10, შიდა ქართლში - 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
წელს ქუთაისში საახალწლო მორთულობისთვის 125 ათასი ლარი დაიხარჯება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, წელს თანხები დაიზოგება, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართელობამ პანდემიის ფონზე მიიღო.
,,საახალწლო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური ღონისძიებების დაფინანსების მიმართულებით მივმართეთ,თუმცა წელს გვექნება გარკვეული ცვლილებები როგორც განათებების მხრივ,ასევე მინდა გითხრათ , რომ წელს ქუთაისს განსხვავებული დიზაინის ნაძვის ხე ექნება.ჯამში საახალწლო განათებებისთვის, ასევე ნაძვის ხის განათებებსა და ახალ კონსტრუქციაზე დაიხარჯება 125 ათასი ლარი.წელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ფოიერვერკი არ იქნება, შესაბამისად ეს ხარჯიც არის დაზოგილი,, განაცხადა პეტრე ადამაძემ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ქუთაისში ამხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოება