,,განახევრებული ტარიფები სტუდენტებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე,,-ეს მოთხოვნა ახალგაზრდა ლეობორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
,,ზუსტად ერთი წლის წინ ინიციატივა შევიტანეთ მერიაში 500 სტუდენტის ხელმოწერით. მას შემდეგ ვაქტიურობდით, გვქონდა აქციები, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ხვალ საკრებულო განიხილავს ამ ინიციატივას. სტუდენტებს სხვა არავითარი შეღავათი არ აქვთ და ტრანსპორტში მაინც ქონდეთ მათ შეღავათი. მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.,,-აღნიშნა გაგი ახალაძემ, ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტების ხელმძღვანელმა.