ხელახალი არჩევნები , საარჩევნო ადმინისტრაციის ახლიდან დაკომპლექტება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება-ამ მოთხოვნებით დღეს ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.
,,ეს მოთხოვნები თუ არ იქნა შესრულებული, პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვალთ . ქვეყანამ რომ განვითარება დაიწყოს და არა ჭაობში ჩაძირვა, ისე როგორც დღეს არის, ამ დათმობაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება.ჩვენ აქციების გაგრძელებას ვაპირებთ.,, -აცხადებს ირაკლი პავლელიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.
,,ბიძინა ივანიშვილი გაყალბებული არჩევნებით ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში და გაიფორმოს უზურპატორობა.,,-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი , ,,დაიცავი არჩევანის ,დამფუძნებელი კოკა კოპალიანი.