ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თეთრი ფერის შევროლეტი ახალგაზრდა ქალს დაეტაკა, რომელიც ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.აღსანიშნავია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე , იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ზებრა გადასასვლელი არ არის და მოქალაქეები ქუჩაზე თვითნებურად გადადიან.
ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული.
ფალიაშვილის ქუჩაზე შემთხვევის შედეგად მცირე ხნით მანქანების საცობი წარმოიქმნა.