ქუთაისში პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.ქუთაისის გარდა მსგავსი სქემა თბილისსა და რუსთავში იმოქმედებს.
რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, თუმცა სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.ღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გადაყენებას და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. გიგა შუშანიას თქმით , გელათის გადახურვისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი გამქრალია და 7 წელია დაკარგული. შუშანიას თქმით, მილიონები ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლების ჯიბეშია წასული.
,, ეს ფული ,,ქართული ოცნების,, მაღალჩინოსნების მიერ რომ არის წაღებული, ადასტუდებს ისიც, რომ ახლა თეა წულუკიანი ჩართეს ამ თემის ,,გასაპრავებლად,, .მინდა ქალბატონ თეას ვუთხრა, რომ სამრეკლო, აკადემია, გაბრიელ ეპისკოპოსის სახლი სწორედ 2012 წლამდე , წინა ხელისუფლების დროს არის გადახურული და არანაირი პრობლემა შენობებს არ აქვს ,იმიტომ რომ მაშინ ფულს არ იპარავდნენ . დღეს კი მისმა ხელისუფლებამ ფული მოპარა ხალხს და ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,,-განაცხადა გიგა შუშუნიამ.