ნინო გოგუა,მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 10 წელია ,ქუთაისში ,დევნილების და სოციალურად დაუცველების კორპუსში ცხოვრობს. ოჯახი რამდენიმე წელია ბინის მიღებას ელოდება , თუმცა უშედეგოდ. ამჯერად დევნილ ოჯახს სამინისტრომ უარი იმ მიზეზით უთხრა,რომ მორიგი შემოწმებისას ოჯახის ყველა წევრს კოვიდი ქონდა და ისინი კოვიდ სასტუმროში იყვნენ გადასული. მიზეზად სახელდება ისიც,რომ კორპუსი უკვე ანულირებულია და იქ მცხოვრები დევნილები ბინებით დააკმაყოფილეს. ნინო გოგუა ამბობს,რომ აქვს ყველა მონაცემი და დოკუმენტი,რომლითაც დგინდება ,რომ ოჯახს ბინა ყველა კრიტერიუმით ეკუთვნის.