ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს. აცხადებენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი გაზარდა, თავად კი რეალიზაცია შუმცირდათ, რის გამოც მომატებულ გადასახადს ვერ გადაიხდიან.პროტესტის ნიშნად მათ მუშაობა შეაჩერეს. ამბობენ ,რომ მალფუჭებადი პროდუქტი უზიანდებათ, ამიტომ პროტესტის ერთგავარ გამოხატულებად ქალაქის თვითმმართვეობის შენობის წინ პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს.
მათივე ინფორმაციით აქციის დროს რამდენიმე მათგანი თვითმმართველობის შენობაში დიალოგისთვის შეიყვანეს.მოვაჭრეების მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გააგრძელებას აანონსებენ.
ქუთაისში,დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წინ აქცია გამართა.19 წლის გიგა სადილიანის ოჯახის წევრები დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.საქმე ეხება 2020 წლის 26 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს,როცა მოქალაქე ბექა ნემსიწვერიძე ,რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ველოსიპედით მოძრავ 19 წლის გიგა სადილიანს დაეჯახა. სადილიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო .
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა ბექა ნემსიწვერიძე არ დააკავა, არ შეამოწმა ნარკოტიკებზე და სიმთვრალეზე, არ ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და არ მოახდინა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება . დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ გიგა სადილიანის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.ოჯახის წევრების თქმით,არსებობს ფირი,რომელიც საქმეში დევს და რომელიც ადასტურებს ბექა ნემსიწვერიძის დანაშაულს .
გარდაცვლილი გიგა სადილიანის მშობლები საქმის გამომძიელის, გიორგი გოგბერაშვილის დასჯას და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ოჯახი ასევე დაზარალებულად ცნობას და საქმის მასალების სრულად გადაცემას ითხოვს.მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ და გიგა სადილიანის მშობლები პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ.