იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნაფეტვარიძემ, მუნიციპალიტეტში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის -სალხინოს, ციხესულორის, შუამთას, ზედა ვანის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციზე ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
პროექტს, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
ქალაქ ვანის მოსახლეობას ამ დროისთვის წყალმომარაგება აქვს, თუმცა არსებული ქსელი მოძველებულია, ხშირია დაზიანებები, რის შედეგად ადგილობრივებს წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
კახა ჩხეტიანის ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი,ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგუაძე ეხმაურება.
"ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ბევრი ადამიანი გავიცანი, მათ შორის კახა ჩხეტიანი ყველაზე თავმდაბალი, გულწრფელი, შრომისმოყვარე და გულიანი კაცია. ქუთაისის "ტორპედო" მის წინაშე უდიდეს ვალშია, დღეს კი პოლიტიკური ნიშნით კლუბიდან გაუშვა მმართველობამ. ღირსეული ადამიანები ქალაქს და მათ გარემოს მაინც გახდიან უკეთესს, მიუხედავად მსგავსი წინააღმდეგობებისა."-წერს გოგუაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანი დღეს გაათავისუფლეს ,მიზეზად "ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობა და ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები დასახელდა.
კახა ჩხეტიანი პარტია "საქართველოსთვის"სახელით ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოდა.ის პროპორციულ სიაში იყო.