ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს, ერთობლივად დაარსეს.
ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის,ჯერ "საქართველოს გაზეთის", შემდეგ კი "ქართული გაზეთის დაარსების დღე დაწესდა.სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.
საინფორმაციო სააგენტო "აქტორი" ულოცავს ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.ინიციატორი "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაა.
" 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.
📍თბილისი - 15:00 საათზე, პარლამენტის წინ
📍ბათუმი - 15:00 საათზე, ერას მოედანზე
📍ზუგდიდი - 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე
📍თელავი - 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე
📍სამტრედია - 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე
📍ფოთი - 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი"-წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.