შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთევან კოვზიაშვილმა ,,საქართველოს ბანკში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"სპეცოპერაცია დასრულებულია. 1 პირი არის დაკავებული ყველა მძევალი თავისუფალია. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო.“-აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. თავდამსხმელს 12 ადამიანი მძევლად ყავდა აყვანილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, იყო სროლის ხმაც, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა უარყვეს ვინმეს დაჭრა.
“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, შემდეგ კი 1.5 მილიონს. საბოლოოდ კი სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს.