სპეციალური ოპერაცების ძალები 18-დან 30 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს 8-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას სთავაზობს.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ გაიაროთ რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები.
წარმატებული კურსანტები გახდებიან სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები.
საწყისი დარიცხული ხელფასი 1530 ლარია;
რეინჯერის კურსის გავლის შემდეგ, დაგერიცხებათ დანამატი 250 ლარის,
ხოლო რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ, დანამატი - 750 ლარი.
ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით;
პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ერთჯერადი დანამატის სახით მიიღებენ 5 000 ლარს;
მომდევნო 2-წლიანი კონტრაქტისას - 3 000,
ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარს.
მებრძოლები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით.
სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე რეგისტრაცია შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, გორი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, მუხროვანი.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.