ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სოფელ ფერსათში ე.წ. საწურბლიის შიდა საუბნო გზაზე მოეწყო სანიაღვრეები და იგება ასფალტის საფარი.სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ჯ და ჯ"ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
