- საზოგადოება
- გადასვლები: 885
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელს ქეთევან ჯაყელს და იმ მსმენელებს შეხვდა, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელის ინტეგრაციის პროგრამას გადიან.
ტელეკომპანია,,რიონი,, 35 წლისაა.ტელევიზია ბადრი კაპეტივაძემ ქუთაისში დააფუძნა და 35 წელია უწყვეტად მაუწყებლობს.
,, ძვირფასო ქუთათურებო, ქუთაისის ტელევიზია, ამჟამად ტელეკომპანია რიონი, 35 წლისაა.ბედნიერებას მანიჭებს წარმატებებითა თუ პრობლემებით სავსე ეს პერიოდი.მადლობა სიყვარულისათვის.დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი თანადგომა.მწამს, რომ მაყურებელი არ მიგვატოვებს.,,-ტელეკომპანია"რიონის,, გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე.
სახალხო დამცველი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.
,,სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.
ქუთაისში ფოტოკონკურსი ,,წიგნი ობიექტივიდან,, წელს მეათედ გაიმართება.ფოტოების მიღება უკვე დაწყებულია.გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება 25 მაისს ჩატარდება
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში , არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გოგონაზე სასკოლო ავტობუსის მძღოლი ძალადობდა,ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.კილაძე სავარაუდო მოძალადის სახელსაც ასახელებს-ტარიელ მეფარიშვილი,რომელიც სოფელ შუამთის სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის ქმარია.
კილაძისვე ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფ.შუამთის დირექტორმა ლალი სულაბერიძემ თანამდებობა დატოვა .
, ,მიმდინარე წლის 1 მაისს, მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები.
მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ელისო კილაძის თქმით, შესაძლო მოძალადეს ,ტარიელ მეფარიშვილს ხელს აფარებს სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან ახობაძე და ვანის პოლიციის უფროსი დავით ლორთქიფანიძე.
ჟურნალისტი ვიდეო მასალასაც აქვეყნებს,რომელიც მეფარიშვილს არასრულფასოვანმა ფარულად გადაუღო.
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება