დღეს გამთენიას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი სამხედრო - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ჩამოასვენეს.
ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან დაღუპული მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისელი იყო. გამოცდილი სამხედრო ომის პირველივე დღეებიდან,რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა.
მალხაზ კვიჟინაძეს ოთხი შვილი დარჩა.
სოფელ ტყვიავიდან იყო ჯონი ოდიშვილი. ის ბახმუტთან დაიჭრა. ოდიშვილი ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.