- საზოგადოება
- გადასვლები: 810
4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოწვევს.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, პირი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება ,ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურის პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელს აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეუფარდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი…
სამშაბათი იანვარი 20
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს. სტაჟირების პერიოდში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები,…
სამშაბათი იანვარი 20
In საზოგადოებაჭიათურელი მაღაროელები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა დამნაშავეებად ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, მერაბ…
სამშაბათი იანვარი 20
In საზოგადოებადღეს, 20 იანვარს, 11:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ჭიათურელი მაღაროელის საქმეზე მოსამართლე თამარ მაზანაშვილი…
სამშაბათი იანვარი 20
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება. ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელი მაყურებელი უახლესი ქართული…
სამშაბათი იანვარი 20
In კულტურა