12 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერიის მიერ ორგანიზებული "ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.
ფორუმის მთავარი თემა იყო ახალგაზრდული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული სტრატეგიები, ისაუბრეს ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობასა და მიდგომებზე.
ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული მუშაკების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა თემატიკის აქტივობებში: ლიდერობა, გუნდურობა, ეფექტური კომუნიკაცია, მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ინიციატივების და იდეების გაზიარება.
„ახალგაზრდული ფორუმის“ გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე.
„ 12 აგვისტოს , ქუთაისი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ქუთაისის მერიის მიერ ათობით პროგრამა და პროექტია დაფინანსებული , რომლებიც ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. უკვე ასობით ჩვენი თანაქალაქელი ახალგაზრდაა ჩართული ამ ღონისძიებებში- ეს იქნება „ახალგაზრდული ინიციატივები“, ლიდერთა სკოლები, ბანაკები.
ჩვენ,“ ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ ერთად , მეორე წელია ვმუშაობთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე.
ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს , იმ მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული.
საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ დღეებს ვუსურვებ „ახალგაზრდული ფორუმის“ მონაწილეებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
დღის ბოლოს, ქუთაისში, „სიყვარულის ბაღში“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.
იმერეთის რეგიონში ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე შეხვდნენ და დასაქმებულთა სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
,,იმერეთში წარმატებით ხორციელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, იმერეთის მასშტაბით მთლიანად უკვე 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ძალიან, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მათი დახმარებით რეგიონში. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს აქვს კიდევ რესურსი დაასაქმოს მსგავსი მიმართულებით ჩვენი თანამოქალაქეები და მოვუწოდებ მათ, კიდევ უფრო მეტად აქტიურები იყვნენ და ჩაერთონ პროგრამაში“ - ზვიად შალამბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.
აღნიშნულ შეხვედრებს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.