"გოჭოურას" სასაფლაოზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს.
,,დაძრულია მიწის მასა და რამოდენიმე საფლავი.
პირველრიგში უნდა შეწყდეს,მშენებლობის დროს მოჭრილი მიწის,ადგილზე მიტანა.სასტუმროების მშენებლობის დროს მოჭრილი მიწა შემოაქვთ სასაფლაოს ტერიტორიაზე, (როგორც ამბობენ აკეთებენ მანქანების სადგომს)რის გამოც შეიცვალა რელიეფი და ნაწრეტი წყლის მიმართულება,რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი.,,-აცხადებს,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი თემურ ცამციშვილი.
შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’- აცხადებენ, რომ მათთვის პრობლემის შესახებ ცნობილია.ისინი უარყოფენ ინფორმაციას, რომ ადგილზე მანქანების სადგომი კეთდება
,, გოჭოურას სასაფლაოზე ,წარმოიქმნა მეწყერი ,რის შედეგადაც დაზიანდა ორი საოჯახო სასაფლაო. ,,ქართული ტრადიციები 2011“ დაეკონტაქტა დაზარალებულ ჭირისუფლებს და აიღო პასუხისმგებლობა, რომ ორივე შემთხვევაში გოჭოურას სასაფლაოზე ვთავაზობთ ახალ თავისუფალ ადგილს და ასევე თავად ვუზრუნველყოფთ ნეშტის ამოსვენება -გადასვენებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოჭრილი მიწა რამდენიმე წელია რაც არსებობს ამ ტერიტორიაზე, ეს ადგილი არ გაიცემა საოჯახო სასაფლაოებისთვის, რადგან არსებობს მეწყერ საშიში გარემოება. ასევე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები და არ კეთდება მანქანების პარკინგის ადგილი.,,-მაია ყუფარაძე, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ის,, წარმომადგენელი.