ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა.
სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.
ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ.
1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.
2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა...
ომი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონში გაისმა. აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც იქ რკინიგზის დაცვის მოტივით შევიდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაეცა. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილი სოხუმის ქართული შენაერთები ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ იძულებულები გახდნენ სოხუმი დაეტოვებინათ.
ომის დაწყებიდან ოთხ დღეში ქართულმა მხარემ სოხუმი აიღო. აფხაზეთის დე-ფაქტო მეთაურმა ვლადისლავ არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადავიდა. ქართულმა ჯარმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღო. სოხუმის თავზე აფხაზური დროშის მაგივრად, შინდისფერი დროშა აფრიალდა. ამას მოჰყვა 19 სექტემბერს გაგრის დაკავება. ერთი შეხედვით, ქართული შენაერთები საბრძოლო მოქმედებებს წარმატებით ახორციელებდნენ.
აფხაზურ მხარეს არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო გარნიზონი. გარდა ამისა, ომში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი და მთიელ ხალხთა კონფედერაცია. აფხაზური მხარე რუსებისგან შეიარაღების გარდა ცოცხალ ძალასაც იღებდა. დაპირისპირების მასშტაბები დღითი დღე იზრდებოდა.
კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩატარებული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდებოდა. 3 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძე, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და ვლადისლავ არძინბა ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მიზანი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იყო. გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით 5 სექტემბრიდან აფხაზეთში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. დოკუმენტი აგრეთვე ითვალისწინებდა ტერიტორიიდან დაქირავებული რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლას. მიუხედავად ამისა, შეთანხმება დაირღვა და ცეცხლი არ შეწყვეტილა.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
25 სექტემბერს გვიან ღამემდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. შემდეგ დღეებში კი თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი…
კვირა იანვარი 18
In საზოგადოებაინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი…
შაბათი იანვარი 17
In საზოგადოება17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან…
შაბათი იანვარი 17
In საზოგადოებაქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ჭიათურელი მაღაროელის პროცესი გაიმართა. მხარდამჭერები ელოდნენ,რომ მოსამართლე დღეს განაჩენს გამოაცხადებდა,თუმცა…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოება2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოება