გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს .
,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.,,-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სოფელი ახმაჯი რუსი ოკუპანტების მიერ არის ოკუპირებული.
15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, ელეონორა არჩაია დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას ეხმაურება.…
სამშაბათი აპრილი 21
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების…
ორშაბათი აპრილი 20
In საზოგადოებათერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ…
ორშაბათი აპრილი 20
In საზოგადოებატყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა…
კვირა აპრილი 19
In სპორტიქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს. ,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა…
კვირა აპრილი 19
In სპორტი