ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის,, ქუთაისში 28 დეკემბერს,15 :00 საათზე გაიმართება.
ჯაჭვის მარშუტი შემდეგია-შოთა რუსთაველის ხიდის დასაწყისი,შოთა რუსთაველის ხიდი,გალაკტიონის მუზა,წითელი ხიდი.
,, 28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ "ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის".
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს - ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
- თეთრი ხიდი
- რუსთაველის ხიდი
შეკრების დრო და ადგილი: რუსთაველისა და წითელ ხიდებთან არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, 14:30-დან.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).