ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება. ისინი სწავლას აგრძელებენ როგორც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე , საზღვარგარეთაც.
გრანტოსნებს ქუთაისის მერიისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 100%--იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 2023 წლიდან აჯილდოებენ.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.