ქუთაისში ,,ძლიერი საქართველოს,, შტაბის ხელმღვანელის ინფორმაციით, არჩევნებზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.
,,ერთ-ერთ უბანზე ჩვენი წარმომადგენელი,რომელსაც ქონდა შესაბამისი აკრედიტაცია, არ შეუშვეს, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ,რომ შესულიყო უბანზე. ჩვენი წარმომადგენლების მიერ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორ-ორი ბიულეტენის გადაცემა,უკიდურესი სივიწროვეა რამდენიმე უბანზე,სადაც არ ეძლევათ დამკვირვებლებს მუშაობის საშუალება.უბნის თავმჯდომარეები არ აძლევენ წარმომადგენლებს,დამკვირვებლებს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას.ასევე დაფიქსირდა ფოტო გადაღება, 64-ე უბანზე მაგალითად ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენელი უბნის სიახლოვეს ცდილობდა ჩამორთმეული პირადობებით საკუთარი მომხრეები შეეშვა უბანზე. ეს ადამიანი გამოვლენის შემდეგ გამოძევებული იქნა უბნიდან,,-განაცხადა ალექსანდრე მიქაუტაძემ.
ქუთაისში 10 საათის მონაცემებით ხმა 11 097 ამომრჩეველმა მისცა.
2020 წლის არჩევნებზე ეს ციფრი 11.004 იყო.
,,,ამომრჩეველი ცუდი ამინდის მიუხედავად, აქტიურად მოდის უბანზე.სტაბილურია სიტუაცია,მეტ-ნაკლებად მშვიდი,თუმცა მოგეხსენებათ , არჩევნები რაღაც ტიპის მღელვარებასთან არის დაკავშირებული, პატარ-პატარა ექსესები შეიძლება იყოს, მაგრამ პრობლემებს ვაგვარებთ.,,-ლარინა ლალიაშვილი,ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული.
ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
გახსნილია 72 უბანი,აქედან ერთი სპეცუბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი.
ხმის მიცემა გარდა სპეცუბნისა, ელექტრონული აპარატების საშუალებით ხდება.